ირაკლი შონია – პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ

ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ფოთსა და ბათუმში სტუმრობას სოციალურ ქაელში ეხმაურება.

ჟურნალისტი წერს, რომ რეგიონებში ისეთი ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი, ასევე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას რეგიონში.

“დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრის საქმიანი ვიზიტი ფოთიდან იწყება,სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ეწვია ჰიდრომელიორაციის ყოფილ ტექნიკუმს,სადაც უმოკლეს ხანში აღდგენითი სამუშაოების შემდგომ განთავსდება ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი.შენობა ისტორიული კულტურული მემკვიდეობის ძეგლს წარმოადგენს და მის აღდგენასთან ერთად,ქალაქ ფოთისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება პროფესიული სასწავლებლის ამოქმედება, ცოდნას დაეუფლება ათასზე მეტი სტუდენტი და დასაქმდება 250 პროფესორ-მასწავლებელი. გიორგი გახარიას თქმით:სასწავლებელი ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი მაღალანაზღაურებადი სპეციალობა! აკადემიის აღდგენის სახსრები პრემიერის სპეციალური განკარგულებით გამოიყო ბიუჯეტიდან.
პრემიერი ფოთიდან ბათუმში გაემგზავრა სადაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულა საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე,ელექტროტექნიკის,პნევმატიკის,ჰიდრავლიკის განახლებული ლაბორატოერიები.აქ სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მოინახულა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი,რომელიც UEFA-ს სტანდარტების მქონე იქნება.პრემიერის განცხადებით:ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი.სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს!
გიორგი გახარია ასევე გაეცნო ბათუმში ციტრუსის ექსპორტის მიმდინარეობას.იმყოფებოდა საზღვაო პორტში სადაც იტვირთებოდა მანდარინით დატვირთული კონტეინერები გემზე.წელს მანდარინის მოსავლის მაჩვენებელმა ორმოცდაათი ათას ტონას გადააჭარბა და ქართული ციტრუსი კონკურენტუნარიანია საერთაშორისო საბაზრო ასპარეზზე.
პრემიერი ესტუმრა ეწ “მუყაოს ქალაქს” მრავალშვილიან ოჯახებს და სოციალურად დაუცველებს პირობა აღუთქვა ცხოვრების გაუმჯობესების შესახებ,რასაც მთავრობის ბიუჯეტი ითვალისწინებს.მათ შორის ახალი საცხოვრებელი სახლების აშენების პროექტსაც!
პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე მოსახლეობამ მიიღო როგორც უდიდესი პოზიტივი და იმედი უკეთესი ქვეყნის მომავლისკენ!
ის ყურადღება, ადამიანური სითბო და ჰუმანიზმი რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებზე ყოველთვის გამოხატავს გიორგი გახარია”, – წერს ირაკლი შონია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშირეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიავაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგა