ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. თუმცა, ის აქვე განმარტავს, რომ უკვე გაიმართა კრიზისები მართვის საბჭოს სხდომა, სადაც კოორდინირებულ რეჟიმში დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები, რომლებიც ტერორიზმის საფრთხეებიდან გამომდინარეობდა.

„პრეზიდენტს ალბათ აქვს სურვილი, რომ გაეცნოს მიმდინარე პროცესებს და შეიძლება დამატებით მოვისმინოთ ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებისგან,“ – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატს არ აქვს ინფორმაცია დაესწრება თუ არა სხდომას პრემიერმინისტრი. პრეზიდენტის მოწვევით 4 დეკემბერს 4 საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ცნობილია, რომ მთავრი თემა უსაფრთხოების გამოწვევები იქნება.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს
შემდეგი სტატიაერდოღანმა პირობა დადო, რომ რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობგარიგებას დაამტკიცებს