ერდოღანმა პირობა დადო, რომ რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობგარიგებას დაამტკიცებს

ერდოღანმა რუსეთთან ერთად ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდორანმა დღეს განაცხადა, რომ მას რუსეთსა და ისლამურ სახელმწიფოს შორის ნავთობგარიგების შესახებ მტკიცებულებები გააჩნია – ამის შესახებ Daily Sabah წერს.
“ჩვენს ხელთ არის მტკიცებულებები და ჩვენ მას მთელ მსოფლიოს წარვუდგენთ” – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, ის ადასტურებს იმას, რომ სირიელი ბიზნესმენი ჯორჯ ჰასვანი, რომელსაც ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს ნავთობს.
27 ნოემბერს სააგენტო “როიტერსმა” ერდორანის სიტყვები გაავრცელა, რომ აშშ-ს გააჩნია იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ რუსული კომოპანიები სირიაში ნავთობს ყიდიან. ამასთანავე, რუსული მხარის ბრალდებას, რომ თურქეთი ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობს ყიდულობს, “ცილისწამება” უწოდა.
რუსულ-თურქული ურთიერთობა 24 ნოემბერს , თურქული მხარის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებას გეგმავს
შემდეგი სტატიახვალ უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება