იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2015 16:33 განახლებულია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს მესამე სექტორს

მნიშვნელოვანი

  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭო 12 კანდიდატს უსმენს. პროცედურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა.

სხვა სტატიები

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. საბჭო 12 კანდიდატს უსმენს. პროცედურები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განმარტა.

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით შეფასებები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააკეთეს, რომლებიც უშუალო მონიტორინგს უწევენ გასაუბრების პროცესს. მათ ნაწილს შენიშვნები აქვს.

„შეფასებები მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ ამ პროცესში გაამახვილოს ყურადღება ყველა იმ კითხვაზე, რაც ყოფილ და მოქმედ მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აქამდე არსებობდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი, რაც ამჟამად საბჭოში არსებობს. გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, რომელიც ასევე კონკურსის მონაწილეა,“ – განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ეკა ციმაკურიძე.

საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი დირექტორი შეფასებით, აუცილებელია, რომ საზოგადოებას ქონდეს პასუხი დანიშნული მოსამართლე რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და თუ არ მოიწონა კანდიდატი, ამაზეც უნდა იყოს დასაბუთებული პასუხი, რაც ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ამჟამად ბუნდოვანია.

გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ. ალექსანდრე ბარამიძეს იმედი აქვს, რომ საბჭო ღირსეულ მოსამართლეებს აირჩევს.

news
ავტ.: news დეკემბერი 3, 2015 16:33 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics