ირაკლი სესიაშვილი: გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ეშმაკი ყავთ შეჩენილი

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 12:37

ირაკლი სესიაშვილი: გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ეშმაკი ყავთ შეჩენილი

მმართველის გუნდის მიერ შეთავაზებულ მემორანდუმთან დაკავშირებით საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ირაკლი სესიაშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ისინი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს არ მისცემენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობის საშუალებას.

“თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებაა და მეტიც ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და მეტიც ასე უნდა იქცეოდეს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია, უფრო სწორად ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ძრახვები, მე ვიტყოდი რომ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა ამის უფლებას არ მივცემთ“ – განაცხადა სესიაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 16, 2016 12:37

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics