ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული

“საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, კანონმდებლობა, არის გამჭვირვალობის უმაღლეს ზღვართან მიახლოებული“, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრებს 2024 წლის 17 იანვარს ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ის ნაწილი გააცნო, სადაც საუბარია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოსთხოვოს საჯაროდ გაამჟღავნოს თავისი ფულადი სახსრების დეტალური განაწილება.

მისი თქმით, ასეთი გამჭვირვალობა მოეთხოვება ყველას, მათ შორის, საქართველოსაც.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, დახურული სისტემა საქართველოში თანხების გაუმჭვირვალედ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
„ქვეყნისთვის ყოვლად დამაზიანებელი პოლიტიკური ძალების და მათი სატელიტების ინტერესში არის, რომ იძახონ „რუსული“ და არ გაითვალისწინონ რა ხდება რეალურად ევროპაში. ევროპელმა ხალხმა კარგად იცის, რომ მეტი გამჭვირვალობა არის საჭირო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირიმა ბერაძე: „ქართველი ხალხის წინაშე ძალიან მარტივი ამოცანა დგას: აირჩიოს მშვიდობა და განვითარება თუ აირჩიოს მტრული ძალების მხრიდან ქვეყნის საბოლოო განადგურება?
შემდეგი სტატიაკანონპროექტის ხელახლა ინიცირება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს – LBS-ის კურსდამთავრებულები