ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები მოსამართლეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ

მსჯავრდებულების  .

ამის დასტურად კი ის საბანკო ამონაწერები მოაქვთ, რის მიხედვითაც კოჭლამაზაშვილმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი კრედიტები წინსწრებით დაფარა.

საქმე რამდენიე ათას დოლარს ეხება, რომელიც მოსამართლემ ერთიანად გადაიხადა. ბადრი კოჭლამაზიშვილს დღეს ამ ბრალდებებისთვის არ უპასუხია. განცხადება მხოლოდ საქალაქო სასამართლოს სახელით გაკეთდა. განცხადებაში მსჯავრდებულების ნათსავების პოზიცია ცილისწამებადაა შეფასებული. ასევე სასამართლოს განცხადებაში მითითებულია, რომ საქმის არსებითი განხილვისას მხარეს მოსამართლის მიმართ სამართლებრივი შენიშვნა არ ჰქონია.

ფირცხალავა-ცააძის ოჯახის წვებმა დღეს ასევე განაცხადეს, რომ გარკვეული პრივილეგიები ბრალდების მთავარმა მოწმეებმაც მიიღეს. მათი ინფორმაციით სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი შეცვლილი სახელითა და გვარით ქვეყნიდან გაიყვანეს და ახლა სხვა ვინაობით ევრიპტის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს. მეორეს კი ასევე შეცვლილი გვარით მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში დააწყებინეს.

მსჯავრდებულების ოჯახის წევრები ამ ფაქტებზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: საქართველოში ადამიანის უფლებები დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე დგას
შემდეგი სტატიათბილისის ბოტანიკური ბაღი და ინტერესთა კონფლიქტი- რას აცხადებს ბაღის ყოფილი დირექტორი და ოპოზიცია?