ირაკლი კობახიძის სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მივიდა,ლექციაზე არ შეუშვეს

ირაკლი კობახიძის სტუდენტი ლექციაზე არ შეუშვეს. ახალგაზრდას, რომელიც უნივერსიტეტში საქართველოს და ევროკავშირის დროშებით მივიდა, სალექციო აუდიტორის კარიი ჩაუკეტეს.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტს დღეს პრემიერმა ლექტორმა დაცვის თანხლებით ჩაუარა გვერდით, თუმცა მისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ახალგაზრდების პროტესტი სულ უფრო დიდ მასშტაბებზე გადის.

როგორც თსუ-ს ადმინისტრაცია ამბობს, მსგავსი ატრიბუტიკით ლექციაზე შესვლა დაუშვებელია. თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

“მე მითხრეს, ძალიან ეპატაჟურად გაცვია და ეს არის მიზეზიო. ჩემს შეშვებას არც აპირებდნენ. ძალიან კარგად იციან, რომ ჩემი პერფომანსი არის მშვიდობიანი, ზრდილობის ფარგლებში. ძალიან დიდი დისკომფორტს გრძნობს კობახიძე, როდესაც სტუდენტი აპროტესტებს, თან მშვიდობიანად.”, – ამბობს სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე.

“არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით დღეს ზუსტად შვიდ საათზე, ქუჩაში ისეევ ათასობით მოქალაქეე გადის. შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირია. ორგანიზატორები კი ახალგაზრდები წინააღმდეგობას და უწყვეტ აქციებს აანონსებენ.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ცვლილებით, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნებათ
შემდეგი სტატიანანა კირტავა, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროებოდა, 37 წლის ასაკში გარდაიცვალა