ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამა

„არ რჩება არცერთი საკითხი, რაზეც შეიძლება არსებობდეს, საბოლოო ჯამში, პრინციპული წინააღმდეგობა, რაც გვიტოვებს იმის იმედს, რომ ორი კვირის თავზე, როდესაც კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და საბოლოოდ შევიმუშავებთ კანონპროექტებს, ეს კანონპროექტები იქნება შეჯერებული ყველა მხარესთან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე, რომლებიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმირებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება, სამუშაო ჯგუფმა პროდუქტიული დისკუსია წარმართა. „ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას და საბოლოო ჯამში, მაისში, ჩვენ მოვახერხებთ შესაბამისი კანონპროექტების წარდგენას პარლამენტში“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაში“დესტრუქციული ქმედება” – ვლადიმერ კონსტანტინიდი ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე
შემდეგი სტატიაგიორგი შენგელია: ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები თუ როგორ უნდა განვავითროთ ზუგდიდი