ირაკლი კობახიძე – შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ფართო დისკრეცია და არა დამნაშავეებთან გარიგების უფლება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული პირების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კონსტიტუციური ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს უფლებამოსილებები.

“ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური. ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ცესკო 39 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – პატრიარქის ხედვა და მოსაზრება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საყურადღებოა