ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა

ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სერბეთის პატრიარქს, ირინეოსს შეხვდა.

საუბარი საქართველოსა და სერბეთს შორის და ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს შეეხო.

სერბეთის პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და თქვა, რომ სერბეთი და საქართველო მოძმე ქვეყნები არიან.

ირაკლი კობახიძემ სერბეთის პატრიარქს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საჩუქარი, ხარების ხატი გადასცა.

ირაკლი კობახიძე დღესვე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდება და საქართველო-სერბეთის ბიზნეს ფორუმს გახსნის.

banner
წინა სტატიაშიარავის საქმე არ არის, რა ხდება სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების პერიპეტიებზე
შემდეგი სტატიასოციალური მუშაკები აცხადებენ, რომ გაფიცვის რეჟიმს შეინარჩუნებენ