ირაკლი კობახიძე – საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილი თავს ესხმის გერმანიის ელჩს და ახსენებს გერმანელებს წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ

დღეს იყო კიდევ ერთი თავდასხმა გერმანიის ელჩზე – ადამიანი, საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, იმ ფაშისტური ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის მეუღლე, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თავდასხმები ელჩებზე არის უმძიმესი მოვლენა, მით უმეტეს, ფორმის გათვალისწინებით.

„რაც შეეხება თავდასხმას ამერიკის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ეს არ არის ერთი პრობლემური მედია მფლობელის ფანტაზიის ნაყოფი, ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, ნიკა გვარამია, არის ბუნებრივია, ამ პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მგრამ მთავარი, ვინც დგას ამ ორკესტრირებული და ორგანიზებული თავდასხმის უკან, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია. ეს არის მისი იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება საბოლოო ჯამში, პირველ რიგში ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივის მხრიდან. კონკრეტული პარტიები, „ლელოს“ და „გირჩის“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ მიუღებელია ასეთი თავდასხმები. მიუღებელი როა და სხედან ბოკერიას, გვარამიას და ბურჯანაძის გვერდით, აქ სად არის სტანდარტები და და პრინციპები. სწორედ იქიდან ჩანს, რომ სიტყვით ემიჯნებიან, მაგრამ საქმეში არიან აბსოლუტურად ერთად. შესაბამისად საზოგადოება ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებასა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი – დავტოვე დეპუტატობა