ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი

,,დღევანდელი დღე ორმაგად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თელავში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს წარმატებები უსურვა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი იქნება.

„მსურს, სალომე ზურაბიშვილს დიდი წარმატებები ვუსურვო. მინდა, რომ ის იყოს ძალიან წარმატებული თავის პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. ის იქნება საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესვე ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც ქეყანაში საპარლამენტო მმართველობის სისტემა დამყარდება და ავტოკრატიის დაბრუნება შეუძლებელი გახდება.

„დღეს ამოქმედდა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც დამყარდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ამ კონსტიტუციის პირობებში, შეუძლებელი იქნება საქართველოში პროცესების ისე განვითარება, როგორც განვითარდა 90-იან წლებში და მოგვიანებით, ანუ, შეუძლებელი იქნება საქართველოში ავტოკრატიის დაბრუნება.

აქედან გამომდინარე, ორმაგად მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს

banner
წინა სტატიაშიჯობდა თელავის ცენტრში პირდაპირ გაეროზგა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე ხალხს და მსოფლიოს ის ენახა, რაც ნახა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – ჯარის გაძლიერება და ქვეყნის დაცვის უზრუნველყოფა არის ჩემი მიზანი