ირაკლი კობახიძე – პირველი ტურის წინ ნიკანორ მელია სამარცხვინოდ გაექცა დებატებს, ამ პირობებში მასთან დებატებში მეორედ დაჯდომა აზრს მოკლებულია

კობახიძე მელია სააკაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია პირველი ტურის ფარგლებში სამარცხვინოდ გაექცა დებატებს და კახა კალაძის მიერ მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს მოკლებულია.

„დებატები უკვე გაიმართა პირველი ტურის ფარგლებში და ნიკანორ მელია მაშინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს. ბუნებრივია, მეორედ მასთან დებატებში დაჯდომა აზრს არის მოკლებული ამ პირობებში, როცა პირველი ტურის წინ სამარცხვინოდ გაექცა დებატებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი -საქართველო რჩება ნატო-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად