ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას შესახებ – ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო გარკვეული წესების დარღვევის ნიშნები

მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

„ზოგადი პასუხი უნდა გაგცეთ, ყველაფერი არის დამოკიდებული წესების დაცვაზე. ეს მარტივი წესებია, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკურ სისტემაში მოქმედებს, არ უნდა დაუპირისპირდე თანაგუნდელს, არ უნდა გამოიტანო ეს გარეთ, ეს არის ოქროს წესი. ეს არ იყო ერთეული, იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ნიშნები გარკვეული წესების დარღვევის, ყველა დეპუტატთან გვაქვს ამასთან დაკავშირებით საუბარი და ეს არის საერთო სულისკვეთება, შიგნით ყველას უნდა მოვუწოდოთ წესების დაცვისკენ და თუ ეს იქნება უზრუნველყოფილი, დარწმუნებული ვარ, ზოგადი სურათი იქნება ძალიან ჯანსაღი და ძალიან სწორი. მე ვფიქრობ, აუცილებლად იქნება გუნდში ერთიანობა შენარჩუნებული“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ნაძალადევში“ ტექნიკური ხარვეზის გამო, მატარებელი ხაზიდან მოიხსნა
შემდეგი სტატიაპენიტენციური დაწესებულების სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა