ირაკლი კობახიძე: აქციის საბოლოო წერტილი არის ომი

ევროკომისიის ნომერ პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია საქართველოში ომს ნატრობს, თუმცა მისი თქმით, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი.

„მათ შორის შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმების დეკლარირებული ამოცანაც იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ვიდრე დოკუმენტის ანულირება მოხდებოდა, ოპოზიცია მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებდა. ამ შემთხვევაშიც, ევროკომისიის დასკვნას მთლიანად პოლარიზაციისთვის იყენებს რადიკალური ოპოზიცია. ჩვენ ამას ველოდით, პროგნოზები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო არა, ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში, თუმცა რა თქმა უნდა, ვერც არეულობის სცენარი იქნება წარმატებული და ვერც ომის სცენარი, ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: იმის ილუზია და წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს, რომ ამ ოპოზიციის პირობებში შესაძლებელია დეპოლარიზაცია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო