ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს შეხვდა

მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო დღის წესრიგზე. ასევე, შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრისას, გვქონდა ძალიან მეგობრული საუბარი სხვადასხვა თემაზე. ეს იყო მათ შორის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, სამომავლო პერსპექტივები, ასევე შევეხეთ შიდა პოლიტიკურ პროცესებს, სამომავლო განვითარების პერსპექტივებს, პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის საკითხებს და ზოგადად, საპარლამენტო დღის წესრიგს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა მომავალი საპარლამენტო სესიისთვის მმართველი პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„მოხარული ვიყავი იმის გაგებით, რომ საპარლამენტო დღის წესრიგი ასევე, მოიცავს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის, რომ ჩაერთონ ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობაში როგორც საგარეო კუთხით, საფრთხეზე, რომელსაც რუსეთი ქმნის, ასევე ისეთ შიდა გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური გაჯანსაღება, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება და ბევრი სოციალური საკითხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაშიბერდია სიჭინავა: კომისიების ფორმირებისთვის მოვუწოდებთ როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებს, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთონ საკრებულოს ერთობლივ მართვაში
შემდეგი სტატიასააკაშვილი პოროშენკოზე: განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, უკრაინა იცავს ცივილიზებულ წესებს