ირაკლი კობახიძე: 9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2019 13:40

ირაკლი კობახიძე: 9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიულ გამოცდილებაზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთიანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბიძინა ივანიშვილმა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ქართველი ხალხი არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი, როგორც 1989 წლის 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ.

„9 აპრილი არის მოვლენა, რომელიც ჩვენ შეგვახსენებს ერთიანობის და ერთსულოვნების მნიშვნელობას. არასდროს ისეთი ერთიანი და ერთსულოვანი არ ყოფილა ქართველი ხალხი, როგორც 9 აპრილს და 9 აპრილის შემდეგ. შემდეგ გვახსოვს ჩვენ მოვლენების განვითარება და მთავარი, რამაც განაპირობა პრობლემები ჩვენს ქვეყანაში, იყო სწორედ ერთიანობის არ არსებობა და განხეთქილება საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიულ გამოცდილებაზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში იყოს უზრუნველყოფილი ერთანობა და ერთსულოვნება და სწორედ ამ სულისკვეთებით არის დაწერილი ის წერილი, რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, არის რადიკალიზაციისა და განხეთქილების გაღრმავების მცდელობა, ხოლო მმართველი გუნდის ამოცანა საზოგადოების ერთიანობის ხელშეწყობა და სახელმწიფოს წინსვლაა.

„არის რადიკალიზაციის მცდელობა, განხეთქილების გაღრმავების მცდელობა და ეს აწყობთ, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურთ რევანში და არა საზოგადოების და სახელმწიფოს წინსვლა. ჩვენი ამოცანა არის სახელმწიფოს წინსვლა, აქედან გამომდინარე, არავის არ უნდა მივცეთ რადიკალიზაციის, განხეთქილების ჩამოგდების შესაძლებლობა და მოწოდებული ვართ იქითკენ, რომ პირიქით, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ერთიანობას და საზოგადოების დარაზმვას საერთო მიზნის გარშემო და ეს საერთო მიზანი არის სახელმწიფოს განვითარება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება, ჩვენი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება, კეთილდღეობის დონის ამაღლება ჩვენს ქვეყანაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2019 13:40

დღის ფოტო

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


8,099
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics