ირაკლი კერესელიძე: „საქპატენტის“ ხელმძღვანელი უკანონო დავალებების შესრულებას გვთხოვდა“

„საქაპატენტის“ ხელმძღვანელი მინდია დავითაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. დავითაძე ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებს. მისი თქმით, „საქპატენტი“ იმიტომ დაატოვებინეს, რომ გიორგი გახარიას კადრი იყო.

ეს ამ უწყებაში გასულ წელს გახარიას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვიილმა გაამწესა. დავითაძე „საქპატენტში“ შსს-დან გადმოიყვანეს.

დევნაში დავითაძეს იქეთ ადანაშაულებს „საქპატენტის“ სასაქონლო ნიშნების გეოგრაფიული აღნიშვნების და დიზაინების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კასრაძე. მისი თქმით, დავითაძემ მას ნაციონალებთან კავშირში დასდო ბრალი და ბაზაზე წვდომა შეუზღუდა.

„თაიმერთან“ საუბარში კასრაძე აღნიშნავს, რომ დავითაძე „საქპატენტის“ ხელმძღვანელად პოლიტიკური ნიშნით დაინიშნა და მას წარმოდგენა არ ჰქონდა რა ორგანიოზაციაში მუშაობდა.

“მინდია დავითაძე „საქპატენტში“ მოსვლამდე მუშაობდა პოლიციაში. ამ პატარა ბიჭს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა არის „საქპატენტი“. დაინიშნა თუ არა თანამდებობაზე, იქ დაასაქმა თავისი ახლობლები და ნათესავები. ასე 30 კაცამდე მოიყვანა. გაზარდა დეპარტამენტების რაოდენობა. ატარებდა უაზრო ტენდერებს და ამაში ძალიან დიდი ფული დახარჯა. საუბარია 600.000 ლარზე. 400.000 ლარი დახარჯა ასევე რემონტში. არადა, იქ სარემონტო არაფერი იყო” – ამბობს ჩვენთან საუბარში კასრაძე.

ირაკლი კასრაძის განცხადებით, დავითაძემ „საქპატენტში“ თავისი წესრიგის დამყარება დაიწყო და სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა თანამშრომლები. პრობლემები შეექმნა კასრაძესასაც, რადგან მან უარი თქვა უკანონო დავალებისშ ესრულებაზე.

“ჩემგან ითხოვდა, რომ „მთავარი არხის“ ნიშანს პრობლემები შეუქმნიო. ამაზე უარი ვუთახარი. ამის გამო ნაციონალებთან კავშირში დამდო ბრალი და ბაზაზე მუშაობა შემიზღუდა. ამ მიზეზით დღემდე ვერ ვახერხებ ჩემი ძირითადი საქმიანობის განხორციელებას. ამ უკანონობასთან დაკავშირებით მივმართე პროკუტარურას,შრომის ინსპექციას და სახალხო დამცველს. შრომის ინსპექციამ და სახალხო დამცველმა ძალიან მკაცრი დასკვნები დადეს” – აცხადებს კასრაძე.

მინდია დავითაძეს პრეტენზიები, შესაძლოა, მისმა მიყვანილმა ხალხმაც წაუყენოს. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, ეს ადამიანები სოციალური ქსელიდან დავითაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს შლიან. ცოტა ხნის წინ ამ ფოტოებით იწონებდნენ თავს.

თაიმერი

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს დიდ მეგობარ და მოკავშირე გიტანას ნაუსედასთან
შემდეგი სტატია12-20 ივნისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება