ირაკლი ღარიბაშვილის აღდენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას – დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს – ” ირაკლი ღარიბაშვილის აღდენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას”.

“იცით რა, ირაკლი ღარიბაშვილის აღდენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას, დიდი ბოდიში, ამ უხეში გამონათქვამისთვის, არავის არ ეშინია იარაღის ჟღარუნის, არავის არ ეშინია მისი ბაქი-ბუქის ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ შემაშფოთებელი განცხადებები ქართული ოცნების პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან. ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება დევნა ოპოზიციის და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ნიკა მელიას მიმართ, ეს არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება – ამბობს ხატია დეკანოიძე

დეკანოიძის თქმით, ღარიბაშვილის ​აგრესიული პოლიტიკა ხელს არ უწყობს მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას მოლაპარაკებების გზით, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ოპოზიციამ ოცნებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა:

იგი ღიად უწოდებს კრიმინალებს იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ თავისუფალ სიტყვას და თავისუფლებას ამ ქვეყანაში. – ამბობს დეკანოიძე და მიმართავს მათ, ვინც დღეს აპირებს ღარიბაშვილს მხარი დაუჭიროს:

უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე დენთის კასრის თავზე დაკიდება არავის ეპატიება, უნდა გვახსოვდეს რომ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ – ამბობს დეკანოიძე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიმართ მუქარას, დეკანოიძის შეფასებით – ეს არის დევნა თავისუფალი მედიის და პირადად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ?!
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: დააკავებენ ნიკა მელიას,ოპოზიციის ლიდერებს,მერე მიადგებიან მედიას !