ირაკლი ღარიბაშვილი – უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსები პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა საქართველოსთან, ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში

ორიოდე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც, სახელმწიფო მდივანიც მადლობას მიხდიდნენ პირადად მე რეგიონში გაწეული ლიდერობისთვის და იმ წარმატებული საქმეებისთვის, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ამერიკასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველოს გაუფუჭდეს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, თუმცა ქვეყნის წინსვლას და განვითარებას ვერ შეაფერხებენ.

„უპასუხისმგებლო, მავნებელი პოლიტიკოსების გასაგონად მინდა ვთქვა, მე გუშინ მოვისმინე კომენტარები, რომ ისინი პირდაპირ მოუწოდებენ ჩვენს მთავარ პარტნიორს, იქნებ როგორმე გაფუჭდეს ურთიერთობა ჩვენთან, საქართველოსთან. ეს არის პირდაპირ რუსეთის ინტერესებში. მოსახლეობას შევახსენებ, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვები, აღარ ჩამოვთვლი სხვა გაუგებარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ლიდერობით, ევროკავშირში დადიოდნენ და სთხოვდნენ, არ მიენიჭებინათ საქართველოსა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი. ეს არის გაგრძელება იმ მავნებლური პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივაწვებით, ბოლომდე გავაკეთებთ და ვერავითარი ძალა, ვერავითარი ეს უსამართლო გაუგებარი მავნებლური პოლიტიკა ჩვენს პროგრესს ვერ შეაფერხებს და ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე, როგორც მშობელმა, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას -გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა;
შემდეგი სტატიარაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს – ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იყო ჩადენილი თქვენს მიმართ, თქვენს წინააღმდეგ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ