ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს დღეს შეხვდება.

შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე იმყოფებიან.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მართლაც აღსანიშნავია
შემდეგი სტატიაცერცვაძე – ვაქცინის ძირითადი ფუნქციაა სიკვდილის და მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია მინიმუმზე დავიდეს