ირაკლი ღარიბაშვილი – ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი

ჩვენ ჩვენი შეფასებით გავაკეთეთ მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო ამ დესტრუქციული ოპოზიციის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში.

„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციამ პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას და პრინციპულად მონაწილეობა არ მიიღეს არცერთი რეკომენდაციის შესრულების პროცესში. ეს იყო საბოტაჟი. ამაზე უნდა დაუსვათ კითხვები თქვენი გუნდის წევრებს, თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციას. ამიტომ, მინდა გითხრათ შემდეგი, რომ თქვენ უნდა მოსთხოვოთ პასუხი, რატომ ახდენდნენ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ 11 რეკომენდაცია შევასრულეთ, მე-12-ს რაც შეეხება, პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება. რა შუაშია პოლარიზაციის დასრულება თუ შესრულება ცალკეულ კრიმინალურ ქეისთან, არავითარი კავშირი არ არის“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი- არაერთხელ მითქვამს, რომ არ დავუშვებთ ძალადობას არც ერთ ჩვენს მოქალაქეზე, მათ შორის არც უმცირესობის წარმომადგენლებზე, მაგრამ ასევე არ დავუშვებთ პროპაგანდას და ძალადობას ჩვენს უმრავლესობაზე, ბავშვებზე და აშ..
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის მართლმსაჯულების სისტემას – დეგნანი გვარამიაზე