ირაკლი ღარიბაშვილი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს გულისტკივილსა და მწუხარებას გამოვთქვამ ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ყველამ განიცადა დ აგულთან ახლოს მიიტანა, დიდი დარტმა, რომელიც მთელმა საქართველომ მიიღო. ჩვენმა ექიმებმა დაკარგეს ახალგაზრდა კოლეგა, რომელიც მთელი თავისი არსებით იდგა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ებრძოდა პანდემიას.გულწრფელად თანავუგრძნობ და სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ სამედიცინო საზოგადოებას“, – წერს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ბიძინა თმობდა პროპორციულ სისტემას – ჩვენ გალობა დავიწყეთ
შემდეგი სტატიააბაშაში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა