ირაკლი ღარიბაშვილი – მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს, ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს, ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში

ატლანტის ოკეანის იქით, შეერთებულ შტატებს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კვლავ დაამყარა კავშირი ევროკავშირში თავის კოლეგებთან და პრეზიდენტ პუტინსაც შეხვდა შეერთებული შტატების გლობალური ჩართულობის განახლებულ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე არაერთხელ შევხვედრივარ პრეზიდენტ ბაიდენს. ის იცნობს საქართველოს და ამ რეგიონს. ეს დიდი უპირატესობაა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების კონტექსტში და, თავის მხრივ, პოზიტიური მოვლენაა მთელი რეგიონისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“აშკარაა, რომ შავი ზღვა რჩება საჭადრაკო დაფის დინამიურ, რეგიონულ წინა ხაზზე”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენისთვის ვემზადებით, რეფორმების გაგრძელებით, ასოცირების შეთანხმების სტაბილური განხორციელებით, ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ