ირაკლი ღარიბაშვილი- გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება

გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ქართველი ხალხი წყვეტს როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი და განვითარება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა შემაჯამებელ აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის და აღნიშნა, რომ გუშინ მისთვისაც ძალიან ემოციური დღე იყო, რადგან პირველად წარსდგა ამდენი გულანთებული პატრიოტის წინაშე.

„გუშინ მართლაც ძალიან ემოციური დღე იყო. ბუნებრივია, ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო, პირველად წარვსდექი ამდენი გულანთებული ქართველი პატრიოტის წინაშე და მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, მართლაც ძალიან გენიალურ ხალხს, ჩვენს უნიკალურ ხალხს. ბუნებრივია, ეს იყო ძალიან ემოციური დღე, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედს ქართველი ხალხი წყვეტს. გუშინ მთელმა მსოფლიომ გაიგო, ნახა კიდევ ერთხელ, რომ ქართველი ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მომავალი, განვითარება და ქართველი ხალხი არის ჩვენი ქვეყნის მმართველი. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წინა სტატიაშიკახა კალაძე: ნიკა მელიას პირველ ტურში რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა? საარჩევნო პროგრამაც არ ჰქონდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით