ირაკლი ღარიბაშვილი – ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს, ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას?

ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან.

„მინდა, შეგახსენოთ, მაგალითად, როდესაც ჩვენი შიდა უპასუხისმგებლო ოპონენტები გვაკრიტიკებდნენ რაღაც გარკვეული რეზოლუციების გამო, ეს იყო რძესთან და ყველთან დაკავშირებით, ამაზე ათასი ცინიკური განცხადებები გაკეთდა, ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები? თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა? ამ კითხვებს ღიად ვსვამთ და უფრო ხმამაღლა დავსვამთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას – თუ ვინმეს ამ 30 წლის განმავლობაში რაიმე გაუკეთებია, ყველაზე მეტი გააკეთა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენმა პარტიამ 2017 წელს ჩავწერეთ და განვსაზღვრეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, არც ერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ