ირაკლი ღარიბაშვილი – ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე

ირაკლი ღარიბაშვილი – ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე

ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ახალი აეროპორტის პროექტზე.

„მინდა მოკლე განახლებული ინფორმაცია მოგახსენოთ. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, ძალიან მალე ჩვენ გამოვიტანთ უკვე უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ კონკრეტულად ანაკლიის პორტის მშენებლობას, რომელიც გვინდა, რომ ჩვენ დავიწყოთ შემოდგომაზე.
ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ამის თაობაზე ძალიან მალე მოგახსენებთ. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია.
და რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც ძალიან სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე განახლებულ ინფორმაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს
შემდეგი სტატია25% გადაეცემა “ფორმულელებს” – “ფორმულას” დამფუძნებლების განცხადება კეზერაშვილის გადაწყვეტილებაზე