ირაკლი ღარიბაშვილი – ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ

ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი სანახავია, როცა ერთის მხრივ გამოდიან ყოფილი თანამშრომლები, თითქოს პოლიციის მუნდირს იცავენ და მეორეს მხრივ ძალიან მდარე ხარისხის პოლიტიკურ კამპანიაში იღებენ მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი ჩართულნი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მანიპულაციაში.

„ამ ადამიანებს მივმართავ, თქვენც ხომ იცით, რომ ჩვეულებრივად ჩართულნი არიან მანიპულაციაში, გვარამიას გეგმაში, შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ჟორდანია – მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ მხარს ვუჭერ იოსებ ხახალეიშვილს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ