ირაკლი ღარიბაშვილი- დევიდ მარია სასოლისთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განვიხილეთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში ევროპარლამენტის პრეზიდენტ დევიდ მარია სასოლისთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

საქართველოს მთავრობის მეთაური წერს, რომ ასოცირებული ტრიოს ლიდერებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„ჩემს უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ევროპარლამენტის პრეზიდენტს შევხვდი. განვიხილეთ ევროპარლამენტთან ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. მადლობას ვუხდი ევროპარლამენტს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის”,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან – ერთობლივი ძალებით გამკლავება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა, ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს