ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა

საქართველოს საპატრიარქომ ვფიქრობ გამოძებნა ოქროს შუალედი. ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ. „ფორმაზე და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივირუსის შეჩერება შეიძლება , ამისთვის ყველა უნდა გაერთიანდეს – ზალკალიანი
შემდეგი სტატიასუს-ი : რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია