ვირუსის შეჩერება შეიძლება , ამისთვის ყველა უნდა გაერთიანდეს – ზალკალიანი

კორონავირუსთან ბრძოლაში თურქეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა.

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ეს არის სოლიდარობის გამოხატულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც მომაკვდინებელი დაავადება დაატყდა თავს.

„ვირუსის შეჩერება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას წინ ერთიანი ძალებით აღვუდგებით“ – წერს ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ჯარი ყოველთვის არის და იქნება იქ, სადაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს სჭირდება – ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა