ირაკლი ღარიბაშვილი – 300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა

300-მდე დევნილ ოჯახს მათ სარგებლობაში არსებული ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დაახლოებით 300-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ და დავუკანონებთ ფართებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრების უფლებით დაუკანონდებათ როგორც საცხოვრებელი, ასევე დამხმარე ფართები.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში 1 ლარს, მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი -პროგნოზის მიხედვით, ოქტომბრიდან მშვიდი პერიოდი იქნება