ირაკლი ჩხვირკიას დედა – ჩემი შვილი ქვეყნის სიყვარულისთვის დაისაჯა

ჩემი შვილი თავისი ქვეყნის სიყვარულისთვის დაისაჯა, – ეს განცხადება ბრალდებულ ირაკლი ჩხვირკიას დედამ ცისანა როსტობაიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობასთან განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკია პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

“ჩემი შვილი თავის ქვეყნის სიყვარულისთვის დაისაჯა. ჩემი შვილი იქნება იქ, სადაც უჭირს ქვეყანას. ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. მოსამართლე მამისეიშვილის იმედი მქონდა, მაგრამ მან ადამიანობას გადააბიჯა და თავის მანტიას უღალატა”,- აცხადებს ცისანა როსტობაია.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულებს, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა
შემდეგი სტატიაექიმის ინფორმაციით, გამთენიისას სამჯერ მოახერხეს მაჩალიკაშვილის გულის მუშაობის აღდგენა, თუმცა მეოთხედ, ეს ვეღარ მოხერხდა