ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

region
ავტ.: region ოქტომბერი 23, 2020 23:06

ირაკლი ჩიქოვანმა საარჩევნო პროგრამა მეწარმეებს გააცნო

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილთან და სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ ილია თამარაშვილთან ერთად, მეწარმეებსა და სტარტაპერებს შეხვდა.

კანდიდატმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და იმ კონკრეტულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკასა და შიდა წარმოებას. ,,საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ყურადღება გავამახვილეთ უკვე მიღწეულ შედეგებზე იმ პროგრამებით, რომლებიც სახელმწიფომ მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად განახორციელა.

ასევე, ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და ქვეყნის შიდა წარმოებას, რამაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა შექმნას და უფრო მეტი დასაქმებული უნდა გააჩინოს ჩვენს ქვეყანაში. უმნიშვნელოვანესია, რომ ასეთ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი და მე შემდგომში, როგორც მათმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავიღე ვალდებულება, რომ ვიყო მათ გვერდში, დავიცვა მათი ინტერესები და ვიყო მათი ხმამაღალი ხმა საქართველოს პარლამენტში“-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში შეიქმნა 13 აგრო საწარმო და გაფართოვდა 17, შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 476 პირმა, 343 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ხეხილის ბაღები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარი დაეჭირა 197 პროექტს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 23, 2020 23:06