ირაკლი ჩიქოვანი : სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა სპეციალური პროტოკოლი, რომელიც აგრარული ბაზრებისთვის სავალდებულოა.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მთავრობა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების ყველა შესაძლებლობა აღმოიფხვრას.

“პრაქტიკულად, ყველა აგრარული ბაზარი იქნა დაკეტილი, თუმცა გუშინ სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცდა სპეციალური რეგლამენტი, სპეციალური პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოა ყველა იმ ობიექტისთვის, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გააგრძელოს ფუნქციონირება და საბითუმო რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებლებს საკუთარი სერვისები. ეს პროცესიც მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად და უშუალოდ კონკრეტული აგრარული ბაზრების ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ, რომ აბსოლუტურად ყველა ზომა იქნას დაცული, რომ შემცირდეს და აღმოიფხვრას კოვიდ-19-ის გავრცელების ყველა შესაძლებლობა”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა, ჩატარდება თერმოსკირინინგი
შემდეგი სტატიავანსა და ქობულეთში შესაძლოა, კონტროლი გამკაცრდეს