ირაკლი ჩიქოვანი : ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების აღსადგენად, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირის იმ ხუთი ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც ჩვენ უპირობოდ ვხსნით საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში ორი რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე ვმუშაობთ AirBaltic-სა და AirFrance-თან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ცნობილია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად, წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება
შემდეგი სტატიაიმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს, ქვეყანაში შემოსვლას 14-დღიანი კარანტინის პირობით შეძლებენ