იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში ან გარკვეული შეზღუდვები დაუწესეს, ქვეყანაში შემოსვლას 14-დღიანი კარანტინის პირობით შეძლებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც დღეს არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.

მისივე თქმით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

„ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველო ევროკავშირის ხუთ ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის საზღვრებს უხსნის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მიმართულებით რეგულარული რეისების აღსადგენად, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აბიტურიენტებს: რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, იცოდეთ, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის