ირაკლი ბერაია: „ლუგარის ლაბორატორიაზე უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები გააქტიურდა, რაც რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე მიუთითებს“

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია პანდემიით შექმნილი ვითარების დამძიმების და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიზნით საერთაშორისო მასშტაბით წარმოებული რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ამ მხრივ, კიდევ უფრო გააქტიურდა უსაფუძვლო და დეზინფორმაციული თავდასხმები ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც ნათლად მიუთითებს რუსეთის პროვოკაციულ დღის წესრიგზე. პასუხი და დასკვნების გაკეთება არის ძალიან მარტივი. მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება მსოფლიოში, რა საფრთხეების წინაშე დადგებიან სახელმწიფოები და მათი მოქალაქეები, რუსეთი არ ჩერდება, მისი დღის წესრიგი არ იცვლება, ის არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის თამაშის წესებს. მას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც არ არის თანხვედრაში თავისუფალი დემოკრატიების უსაფრთხოების, კეთილდღეობის, განვითარების და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრიორიტეტებთან“, – აღნიშნულის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა და ეს მოგვცემს საშუალებას, უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა
შემდეგი სტატიაეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამ ეტაპს ასახელებს