ირაკლი ალასანიას თქმით “ვიმპელკომთან” არსებულ მოლაპარაკებებზე ის დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, მაგისტრალური ხაზი რომლითაც საქართველო და კავკასია სარგებლობს შესაძლოა ვიმპელკომის ხელში აღმოჩნდეს. მისივე თქმით ამ საქმესთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას ისინი ხვალ გაასაჯაროვებენ.

“ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა ბუნებრივია დაახლოებით რამოდენიმე თვეა არსებობდა, მაგრამ ჩვენ სწორედ რამდენიმე დღის წინ გადავამოწმეთ და დადასტურდა ჩვენი ინფორმაციით, რომ არ მიდის მხოლოდ ამაზე საუბარი, არამედ მიდის საუბარი იმაზე, რომ ეს მაგისტრალური ხაზი, რომლითაც სარგებლობს საქართველო და კავკასია შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ვიმპელკომის ხელში იმიტომ, რომ ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ეს მოლპარაკება შევიდა დასკვნით ფაზაში. ხვალ ჩვენი წარმომადგენლები გამართავენ ბრიფინგს და უფრო დეტალურად გაუმხელენ საზოგადოებას ინფორმაციას,“ – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ კურიერის პირდპარი ეთერში გააკეთა განცხადება და პირველად გააჟღერა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ვიმპელკომის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებზე დაკვირვებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატია“თავისუფალმა დემოკრატებმა” წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო