არჩევნებზე დაკვირვებისთვის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი გაათავისუფლეს

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დავით გაბოშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ის 28 იანვარის გარდაბნის არჩევნებს, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიაციის მხრიდან აკვირდებოდა. ამის შესახებ ,,თაიმერს” ნაციონალური მოძრაობიდან აცნობეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ჩუღურეთის გამგეობის მხრიდან დავით გაბოშვილის შევიწროვების ერთადერთი მცდელობა არ ყოფილა. პირის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა არაერთი სასამართლო დავა. უფრო კონკრეტულად კი, 2014 წლის ოქტომბერში, გაბოშვილმა, ტყუპი შვილების შეძენის გამო
ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება მოითხოვა, რაზეც ამავე რაიონის გამგებლემა ზურაბ ჩიკვილაძემ უარი უთხრა. შეგახსენებთ, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების თანამშრომლისთვის მიცემას არამარტო ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, არამედ ის არაერთი საერთაშორისო აქტით რეგულირდება.
გამგეობასა და მის თანამშრომელს შორის წარმოშობილმა დავამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაინაცვლა. საქმეზე, ამავე სასამართლოს მიერ 2015 წლის 24 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებით, გამგეობამ მის თანამშრომელთან დავა წააგო და შვებულებაზე უართის თქმის შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. გამგეობას დავით გაბოშვილის შვებულებასთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა. ასევე, დაეკისრა საქმის განხილვასთან დაკავშირებული სრული პროცესის ხარჯის ანაზღაურება მისი თანამშრომლისათვის და გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თანამშრომელთან პროცესის წაგების შემდგომ, დავით გაბოშვილი სამსახურში მუდმივად დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა. მას პროცესის მოგების შემდგომ დისციპლინური სახდელები დაადო გამგებელმა ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ ახლა, გათავისუფლებისას შეიტყო, რომ მის მიმართ გასულ თვეებში მოქმედებდა სხვადასხვა სახის დისციპლინური სახდელები, ხოლო ბოლოს – ქრონიკული ავადმყოფობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 3 თებერვალს, გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის სწორედ ამ გადაწყვეტილებას უძროდა წინ, გაბოშვილის მხრიდან გარდაბნის არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიჯვრისწერას შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიას თქმით “ვიმპელკომთან” არსებულ მოლაპარაკებებზე ის დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს