(video) ირაკლი ალასანია სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ არ გაწევრიანდებიან

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვათავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია “პოსტსკრიპტუმისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება იმ დახურული შეხვედრის შესახებ, რომელზეც საქართველოში რუსული აგენტურული ქსელის საფრთხეებზე მთავრობა მსჯელობდა. ალასანია ამბობს, რომ ქართულ სპეცსამსახურებს, რუსული აგენტურის ქსელის მუშაობის კონკრეტული ფაქტები ჰქონდათ, თუმცა კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომლები, ვინც ეს ყველაფერი გაშიფრა, გააჩერეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ივანიშვილის მთავრობისგან იყო დანაშაულებრივი სიფრთხილე, არ გაეღიზიანებინა რომელიმე მეზობელი.

საქართველოში რუსული სპეცსამსახურების აქტიურ მუშაობაზე საუბრობს პოლიციის გენერალ-მაიორი ლევან გვაზავაც. ის ხელისუფლებას ფაქტობრივად ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს.

გვაზავა “პოსტსკრიპტუმთან” ბოლო სკანდალურ შემთხვევაზე საუბრობს. იგი ამბობს, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაცემთა საიდუმლო ბაზიდან, ქვეყნის სპეცსამსახურების არქივებში დაცული მასალები კონტრდაზვერვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა  უკანონოდ მოიპოვა, დააკოპირა და ის რუს ოკუპანტებს გადასცა.

ოპოზიციის ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელსა და რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც გაქცეული ჩინოვნიკი ახალგორის გავლით გადავიდა.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი, ვინც ოპოზიციის ინფორმაციით საიდუმლო სერვერებზე დაცული მასალები გაიტანა, გია არდაზიშვილია. დაკავებული არდაზიშვილის დედას შვილის დაკავების თემაზე საუბარი არ უნდა, თუმცა ნათესავები ყვებიან, რომ დაკავება არდაზიშვილის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

არდაზიშვილის დაკავებას ადასტურებს უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეც, თუმცა ამბობს, რომ ბრალდებულს საიდუმლო მასალებთან წვდომა არ ჰქონია.

პროკურატურაში პოსტსკრიპტუმს მხოლოდ ის უთხრეს, რომ არდაზიშვილი საქმე უკვე სასამართლოშია, სადაც მის წინააღმდეგ მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

https://youtu.be/tOeztXFV7_Y

banner
წინა სტატიაშითენგიზ აგრბა:უძრავი ქონების უცხოელებზე მიყიდვის თემა საბოლოოდ დაიხურა
შემდეგი სტატიაBritish Airways-ის თვითმფრინავს ლონდონის ჰითროუს აეროპორტში დაშვებისას “დრონი” დაეჯახა