ირაკლი აბესაძე : საქართველოს მიმართ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას თუ გავიხსენებთ, ცალსახაა, რომ კიბერთავდასხმა რუსეთმა განახორციელა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წელს, რუსეთს ბოროტი ზრახვები ექნება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი აბესაძე საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე კიბერთავდასხმის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პენტაგონი და ევროპული სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ, რომ საქართველოზე მიტანილი მასობრივი კიბერშეტევის ავტორი რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ.

„ეს არის აბსოლუტურად სარწმუნო. თუ საქართველოს მიმართ რუსეთის მტრულ დამოკიდებულებას გავიხსენებთ, ცალსახაა, რომ ეს არის სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია და მზაობა, ასეთი სახის შემოტევებისგან თავის დაცვის თვალსაზრისით. წელს საარჩევნო წელია, მნიშვნელოვანი წელია და რუსეთს ბოროტი ზრახვები ექნება საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია დავინახეთ, რომელმაც ერთი მხრივ, მცდელობა დაიწყო, რომ გააძლიეროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებელ უწყებად სუს-ი აქციოს და მას მისცეს უფლება ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ტექნიკურ საშუალებებზე შეუზღუდავი წვდომის, თუმცა ამავდროულად ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის. ეს არ არის სწორი ინსტიტუციური პასუხი იმ გამოწვევებზე, რაც რუსეთის მხრიდან მოდის და მოსალოდნელია, რომ წლის მანძილზე იყოს”, – განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარიას ქალის სახე აქვს დაკარგული, ქალი უნდა იყოს კდემამოსილი-გორის საკრებულოს თავმჯდომარე
შემდეგი სტატიაპრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა