“იქნება გიორგი კვირიკაშვილი, ჩვენ შეჯერებულები ვართ,”- ნუკრი ქანთარია

უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, უმრავლესობის წევრები პრემიერმინისტრობის კანდიდატზე შეჯერებულები არიან და ის გიორგი კვირიკაშვილი იქნება.

“იქნება გიორგი კვირიკაშვილი. ჩვენ უკვე შეჯერებულები ვართ. რაც შეეხება ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის, ის ძალიან წარმატებული პრემიერმინისტრი იყო, ძალიან რთულ დროს ჩაიბარა მან ეს თანამდებობა და საკმაოდ კარგი შედეგები დადო,”- განაცხადა ქანტარიამ.

ქანათარიამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვებაზეც გააკეთა კომენატრი.

„მანდ მე მაქვს გარკვეული უთანხმოება. ჯერ ეს არ გამიგია. მგონია, რომ ავტორიტეტი, რომელიც ბატონმა ირაკლი მოიპოვა, ის არ უნდა წაიღოს სახლში,“- განაცხადა ქანთარიამ.

ნუკრი ქანთარიამ დავით ნარმანიას პოსტის შესაძლო დატოვებაზეც გააკეთა მცირე კომენტარი.

„არ ვიცი, ბუნებაში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს,“ – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლედ აირჩიეს