„იქით ქ-ნ სალომეს ვერ აკავებენ და აქეთ ბ-ნი ბახტაძე გახდა, თურმე დასაბმელი, ქუჩებში მოუწოდებენ ხალხს“ – რომან გოცირიძე

რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ისტორიის უტიფარ დამახინჯებას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი სოციალურ ქსელში იუმორისტულად ეხმიანება:

„ისტორიულად დამახინჯებული, ანტიქართული განცხადება რომ გააკეთა პუტინმა აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე, თურმე, დიდი აღშფოთება გამოუწვევია ხელისუფლებაში. იქით ქ-ნ სალომეს ვერ აკავებენ და აქეთ ბ-ნი ბახტაძე გახდა, თურმე დასაბმელი. ქუჩებში მოუწოდებენ ხალხს.

მარშისტებმა, რაინდისტებმა და თანმდევმა მღვდლებმა შეწყვიტეს ”ლგბტ”პერსონების დევნა და მიმდევრებს მოუხმეს „დინამოს“ სტადიონზე. ვერის ბაღში ვერ დავეტევით, ისე და იმდენს შეგვძულდა პუტინიო. ე.წ. ”პატრიოტებმა” თამარის დროშა გაშალეს, შეკრიბეს დიდუბეს ლაშქარი, მათაც „დინამოს“ მიაშურეს და სასწრაფოდ გამოიხმეს უკან მოსკოვში მივლინებული დელეგაცია ქ-ნ ადა მარშანიას ხელმძღვანელობით.

ბიძინამ „გაზპრომის“ აქციები კალაძეს აჩუქა.

გოგა ხაინდრავამ უფულოდ მოჰკიდა ხელის კამერას და ისტორიის ჟამთგადაღებას შეუდგა.

რუსთავმა გაბუნიას სანქცია მოუხსნა.

ხომ ვამბობდი, დიდი კაცია პუტინიო, ჩაილაპარაკა ნინო ბურჯანაძემ და ისიც მსვლელობას შეუერთდა.

ამ დღეს ველოდით!“

banner
წინა სტატიაში,,არავის მივცემთ საშუალებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში სამართლიანად, თუმცა ძალიან პრინციპულად
შემდეგი სტატია„ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი” – ზალკალიანი პუტინის განცხადებას ხანგრძლივი ფიქრის მერე გამოეხმაურა