,,არავის მივცემთ საშუალებას ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ქვეყნის უსაფრთხოება. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში სამართლიანად, თუმცა ძალიან პრინციპულად

არჩილ თალაკვაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებულ პროცესებს ქვეყნის საგარეო და საშინაო პრობლემების აღრევის მცდელობად მიიჩნევს, რომლის მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობა არეულობის საფუძველზე ცდილობდა ხელისუფლების დაბრუნებას.

,,არის მცდელობა, რომ საგარეო პრობლემები – ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია და საშინაო პრობლემები – აღრეული იყოს, გადაიფაროს და გაერთიანდეს, მაგრამ ამას აქვს თავისი სახელი. ‘’- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

,,ეს არის რეალურად შენი მტრის წისქვილზე წყლის დასხმა – ახალი თაობის გამოყენება ძალადობის და დესტაბილიზაციის სცენარისთვის, რაც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, როდესაც ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა მშვიდობიანი აქცია გამოიყენა ძალადობრივი სცენარისთვის. ეს არის რაც შენს საკუთარ ქვეყანას სჭირდება, რაც შენს საზოგადოებას სჭირდება იმისთვის ხაზის გადასმა და რა დგას მეორე მხარეს? – „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესები – ნებისმიერ ფასად თუ ისინი ხელისუფლებაში არ იქნებიან, მაშინ არაფერს აზრი არ აქვს არც ქვეყნის ინტერესებს, არც საზოგადოების ინტერესებს. მთავარი მათთვის არის როგორმე ხელისუფლებაში მოვიდნენ სწრაფად, ოღონდ იციან, რომ არჩევნებით ამის გაკეთება არ აწყობთ, ვერ შეძლებენ. მათ უნდათ რომ სწრაფად, დესტაბილიზაციის გზით მიიღონ ხელისუფლება. ‘’- მიიჩნევს თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის მომავლის ასეთი სცენარებით განვითარებას. ,,არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და საზოგადოების ინტერესები. სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში სამართლიანად, თუმცა ძალიან პრინციპულად. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რაიმე პროვოკაციაში შევიდეთ მათთან და არ ვაპირებთ, რომ ან მედიას, ან კონკრეტულ ადამიანებს სახელმწიფო დაემუქროს უკანონოდ, ეს გამორიცხულია. ჩვენი გზა რთულია, მოითხოვს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდას ჩვენი მხრიდან, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ მეტი პოლიტიკური ფასი გადავიხადოთ დემოკრატიაში. იმიტომ რომ იაფფასიანი დემოკრატია უკვე ვნახეთ და ვნახეთ სადამდე მიიყვანა ქვეყანა იაფფასიანმა დემოკრატიამ. ჩვენ მშვიდად და საქმიან რეჟიმში მაქსიმალურად რაციონალური არგუმენტებით, მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავივლით ამ გზას. ‘’

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: ,,რასაც აკეთებენ, საფრთხეს უქმნის ეკონომიკას და არანაირ დეოკუპაციას არ ემსახურება
შემდეგი სტატია„იქით ქ-ნ სალომეს ვერ აკავებენ და აქეთ ბ-ნი ბახტაძე გახდა, თურმე დასაბმელი, ქუჩებში მოუწოდებენ ხალხს“ – რომან გოცირიძე