„ეს არის ისტორიული ფაქტების ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი” – ზალკალიანი პუტინის განცხადებას ხანგრძლივი ფიქრის მერე გამოეხმაურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ლამის 24 საათის მერე გამოეხმაურა, იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აფხაზეთითა და ცხინვალით აღიარებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ, პუტინის განცხადება კი არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი:

„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი სახის განცხადებები ჩვენ არაერთხელ გვსმენია, ეს არის რა თქმა უნდა ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. ის რაზეც იყო საუბარი არის არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გაკეთებული განცხადებები და არასწორ კონტექსტშო. როდესაც ისტორიაზე ვსაუბრიბთ, საქართველოს ისტორია არც მხოლოდ მე-18 საუკუნიდან იწყება და არც მ-19 დან. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უამრავი ფაქტი არსებობს და ეს ფაქტები არგუმენტირებულად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სწორედ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით იყო მთავარი და აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. თუკი ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტზებზე წიაღსვლა, ეს ისტორიკოსებმა იმსჯელონ ამაზე და აქ ჩვენ სასარგებლოდაა ბევრი ფაქტი, რაც შეეხება სახელმწიფოს ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარებაში გადავდგათ ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება დეესკალაციისა და დეოკუპაციისკენ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისი დასტურიც არის ის ქმედება რაც აისახება იგივე ჟენევის ფორმატის ფარგლებში და ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და ის არის მუდმივად იმის განცხადება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის აღიარებული სააერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და ეს ასე უნდა იყოს. საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ კარგადაა ინფორმირებული რეალურ სიტუაციაზე და ისტორიულ ფაქტებზე, მეტყველებს ის რომ ჩვენ ვართ აღიარებული მთელი მსოფლიო ცივილიზებული თანამეგობრობის მხრიდან, როგორც ერთიანი, სუვერენული, საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებში.“- განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანს მოუწია განმარტება გაეკეთებინა მის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის პუტინის მიერ სანქციების არდაწესებას მიესალმება. ზალკალიანის თქმით, ის ნამდვილად მიესალმება, რომ საქართველოს სანციები არ დაუწესდა, რადგან იმ სიტუაციაში, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა პროვიკაციული განცხადებების გამო, შეიძლება ქვეყანა მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე:

„იმ სიტუაციაში, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა უპასუხიმგებლო, პროვოკაციული და დესტრუქციული განცხადებების ფონზე, რა მდგომარეობაშიც ქვეყანა შეიყვანეს იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები აკეთა და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა, ქვეყანა შეიძლება მისულიყო უმძიმეს შედეგებამდე.“- განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში„იქით ქ-ნ სალომეს ვერ აკავებენ და აქეთ ბ-ნი ბახტაძე გახდა, თურმე დასაბმელი, ქუჩებში მოუწოდებენ ხალხს“ – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„პუტინმა მორიგი ომი დაიწყო და ორ წუთში დაასრულა, ომი მოგვიგო“ – გოჩა მირცხულავა