იოსელიანი: ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა მიმდინარეობს

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო მოუწოდებს პროცესში ჩართულ მხარეებს, არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას.

„საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობები გრძელდება. ამ წუთებშიც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს არ აძლევენ შესაძლებლობას მედიას გააცნოს ზუსტი და დეტალური ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა და მუქარა. მოვუწოდებთ პროცესში ჩართულ მხარეებს არ შეუშალონ ხელი საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მათ მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად საარჩევნო პროცესი, კენჭისყრის დღე, ხმების დათვლა, გადათვლები, საჩივრების განხილვა უპრეცედენტოდ გამჭვირვალე გარემოში წარიმართა, კონკრეტული პირები კვლავ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცესის დაზიანებას“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიხმაური და დაპირისპირება რუსთავის ციხესთან – ზვიად კუპრავა დააკავეს
შემდეგი სტატია  ბათუმის მერია: კორპუსზე ბოლო პერიოდში, რაიმე დაშენება და მიშენება არ განხორციელებულა