იონათამიშვილი – საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, მისივე განმარტებით, ევროკავშირს უწოდებდა კოლონიას, სტრასბურგის სასამართლოს პუტინის სასამართლოს და მუდმივად ებრძოდა ვიზალიბერალიზაციის პროცესს.

„ყველა საერთაშორისო კვლევა აღნიშნავს იმ პროგრესს, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არის მიღწეული ქართულ პენიტეცნიურ სისტემაში და ეს პროცესი მუდმივად უმჯობესდება. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს მეგის ქარდავასთან ერთად იხდის სასჯელს, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აღდგა სამართლიანობა მათი დანაშაულებების თვალსაზრისით. რაც შეეხება პენიტენციური სისტემის ბენეფიციარის უფლებებს, ამ შემთხვევაში განურჩევლად ყველას უფლებები იქნება დაცული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია – არასოდეს მინახავს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მხნე
შემდეგი სტატიასააკაშვილმა ნარკოტესტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალურად მიმართა