სააკაშვილმა ნარკოტესტთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დაწესებულებას ოფიციალურად მიმართა

მიხეილ სააკაშვილმა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის უფროსს, ნარკოტესტის ჩატარების თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, რუსთავის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

“მე არც ვუპასუხებდი მის ადგილზე ღარიბაშვილს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა, ის მზად არის ნებისმიერი ტესტი ჩაიტაროს”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

როდის ჩაიტარებს მიხეილ სააკაშვილის ნარკოტესტს, ამას ციხის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.

საკითხი კი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გაავრცელა, რომელშიც თქვა: “საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა”.

banner
წინა სტატიაშიიონათამიშვილი – საქართველოში თუ ვინმე იცავდა და იცავს რუსეთის ინტერესებს, არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიის“ წარმომადგენლებს შეხვდა